გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილ ოჯახებს სახლები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს ახალი სახლების გასაღები დევნილთა, სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გადასცეს.

„ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის სახლები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში აშენდა და სრულად გარემონტდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ხუთ და მეტ სულიან დევნილ ოჯახებს, 9 ოქტომბრის ჩათვლით, კვლავ აქვთ შესაძლებლობა, სოფელ ძევერაში სახლის მიღების მოთხოვნით განაცხადი გააკეთონ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება