მედია - თურქეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხზე მესამე სამიტს უმასპინძლებს

უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე მესამე სამიტის გამართვა თურქეთში იგეგმება, - ინფორმაციას Bloomberg -ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს, სტამბულში გაიმართება და მისი მონაწილეები უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზებს განიხილავენ. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ „შეზღუდული რაოდენობის ოფიციალური პირები“, მათ შორის, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.

მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ შეხვედრას ჩინეთის წარმომადგენელიც დაესწრება, თუმცა მტკიცე შეთანხმებები, ჯერჯერობით, არ არსებობს.

Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირები შეეცდებიან დაარწმუნონ ისეთი ქვეყნების ხელმძღვანელობა, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ, ძირითადად, ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, რომ მოსკოვის პოლიტიკას დაუპირისპირდნენ.

მოკავშირეები დაგეგმილ სამიტს განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას იმისთვის, რომ აღნიშნულ ქვეყნებს თავიანთი პოზიცია პირდაპირ აუხსნან.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის განხილვაც შედის. შეგახსენებთ, მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა საუდის არაბეთსა და დანიაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება