ლევან დავითაშვილი დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული სემინარის გახსნაში მონაწილეობდა

საქართველოში სადაზღვევო სისტემა თანმიმდევრულად ვითარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში სადაზღვევო სექტორის კანონმდებლობა ინტენსიურად დაახლოების პროცესშია ევროკავშირისა და საერთაშორისო მოთხოვნებთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი მიესალმა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონულ კონფერენციის მონაწილეებს.

მისი თქმით, საქართველოში პირველად იმართება დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული სემინარი, რაც იმის აღიარებაა, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სადაზღვევო თანამეგობრობის აქტიური წევრია.

ინფორმაციის მიხედვით, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დამდგენ ორგანოს, რომელშიც გაწევრიანებულია 158 ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველი და რეგულატორი. ასოციაციის სტანდარტებთან, ეტაპობრივად, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სადაზღვევო სისტემა და კანონმდებლობა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ღონისძიებაში მონაწილეობენ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის ქვეყნების დაზღვევის საზედამხედველო უწყებების, აგრეთვე ინდუსტრიისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მოწვეული სტუმრები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება