გია ვოლსკი - გახარიას გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული

გახარიას გუნდი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება, რათა მათი მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ დაუშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკი აცხადებს, რომ გახარიას გუნდი პირიქით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული.

„არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს, მაგრამ სასაცილოა, რომ გახარიას გუნდი ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება იმისათვის, რათა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ერთიანად შეუტიოს, რათა მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არსებობს. მათი პარტიის შექმნის დღიდან გარიგება „ნაცმოძრაობასთან“ არის ის, რასაც გახარიას გუნდი მისდევს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

"ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას - გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს! - განაცხადა დაუშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება