პაატა დავითაია - ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო - საზღვაო ბაზა დიდ რისკებს  შეუქმნის როგორც ანაკლიის პროექტს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას

ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა, რომელსაც რუსეთი თავისი იმპერიული მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენებს, საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონისთვის - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან მკაცრი შეფასებები უნდა მოხდეს, ასევე, პარტნიორი ქვეყნები საქმის კურსში უნდა ჩააყენოს, რათა მათი მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით ზეწოლა განხორციელდეს.

„რუსეთის პრეზიდენტისა და სეპარატისტთა ლიდერის შეთანხმებით, ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზა გაიხსნება. საუბარია, ოჩამჩირეში მდებარე წყალქვეშა ნავების ყოფილ სამხედრო ბაზაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობდა. ორი წლის წინ, რუსეთმა ამ ბაზის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რაც ამ ბაზასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმების ნიშანი იყო, რის შესახებაც განცხადება გავაკეთე და ხელისუფლებას მოვუწოდე, მეტი ყურადღებით დაჰკვირვებოდა ამ პროცესს.

როგორც ჩანს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ძველი ბაზის ადგილზე მუდმივი სამხედრო ბაზა გაკეთდეს, რაც დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ბაზის ამოქმედება საფრთხის ქვეშ დააყენებს ანაკლიის პორტს. ინვესტორისთვის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსული სამხედრო ბაზის არსებობა ამ პროექტის განხორციელებას ხელს შეუშლის, არსებობს სხვა საფრთხეებიც - რუსეთი ამ ბაზას თავისი იმპერიული მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენებს, როგორც უკრაინის ომში, ასევე რეგიონში.

საქართველოს მთავრობამ, რომელიც რუსეთის ფედერაციის და სეპარატისტების გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ჯერჯერობით არ აკეთებს განცხადებებს, უნდა მოახდინოს მკაცრი შეფასებები, საქმის კურსში ჩააყენოს პარტნიორი ქვეყნები, რათა მათ მიერ განხორციელდეს ზეწოლა ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის სანქცირების გზით.

როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე პარტნიორების მხრიდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ღონისძიება გატარდეს“,- აცხადებს პაატა დავითაია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება