თეონა აქუბარდია - რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივად განათავსებს სამხედრო საზღვაო ფლოტს - რატომ არც ერთი განცხადება არ გაავრცელა საგარეო უწყებამ, მთავრობამ, რატომ არ იკრიბება მკვდრადშობილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო?!

ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო დამძიმდა, რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივად განათავსებს სამხედრო საზღვაო ფლოტს - რატომ არც ერთი განცხადება არ გაავრცელა საგარეო უწყებამ, მთავრობამ, რატომ არ იკრიბება მკვდრადშობილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან "შეთანხმებას" ხელი მოაწერეს და "ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება".

აქუბარდია პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მოუწოდებს ახსნან, რას ნიშნავს რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა და რა მოუტანა ამან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ ე.წ. ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივად განათავსებს სამხედრო - საზღვაო ფლოტს, ბაზირება იქნება. ასევე მიდის ინტეგრაციული პროცესის დაჩქარება, რაც ანექსიისკენ გადადგმული კიდევ უფრო დიდი ნაბიჯია და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი აქებს ღარიბაშვილს და მის გუნდს პრაგმატული პოლიტიკისთვის და კიცხავს საქართველოს პრეზიდენტს. მე მინდა მივმართო მთავრობას, პრემიერ ღარიბაშვილს, როცა ორი დღეა ვხედავთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები იმყოფებიან რუსეთში, რატომ არც ერთი განცხადება არ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მთავრობამ, რატომ არ იკრიბება მკვდრადშობილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო თავის პრემიერ - მინისტრიანად და არ განიხილავს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რას ნიშნავს და ემსახურება საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან ამ 11 წლის განმავლობაში, როცა არათუ ფაქტობრივი ოკუპაცია გვაქვს, არამედ ანექსია არის დამდგარი შედეგი და ეს ამ პარლამენტმაც აღიარა. რას ემსახურება პრაგმატული პოლიტიკა, როცა მილიტარიზაციაა და შავ ზღვაში უკვე რუსეთის სამხედრო ფლოტის მუდმივ ბაზირებაზეა საუბარი, რას ემსახურება პრაგმატული პოლიტიკა, რომ ხმას ვერ იღებს ხელისუფლება ამაზე და დღენიადაგ აკრიტიკებს ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დამცველ დასავლეთს, რას ემსახურება ეს პრაგმატული პოლიტიკა როცა რუსეთის გავლენები იზრდება არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ დედაქალაქში და პოლიტიკურ გადაწყვეტილებზე. ამიტომ მივმართავ პრემიერ - მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამოუღონ ხმა და ახსნან, რას ნიშნავს რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა და რა მოუტანა ამან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება