ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის სინოდის სხდომა გაიხსნა - რომის პაპის შეფასებით, შეხვედრები რომის კათოლიკური ეკლესიისთვის სავარაუდოდ, რევოლუციური შედეგებით დასრულდება

ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის სინოდის სხდომა გაიხსნა, რომელსაც დიდი ალბათობით კათოლიკურ სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება. სინოდის სხდომის დაწყებამდე რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული საჯარო მესა ჩაატარა.

მისი შეფასებით, შეხვედრები რომის კათოლიკური ეკლესიისთვის სავარაუდოდ, რევოლუციური შედეგებით დასრულდება.

სინოდი თითქმის ერთი თვის განმავლობაში, დახურულ რეჟიმში იმუშავებს. სხდომის ფარგლებში ისინი ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა ქალების ადგილი კათოლიკური ეკლესიის იერარქიაში, დამოკიდებულები LGBT თემის წარმომადგენლების მიმართ, კათოლიკური ეკლესიის პოზიცია აბორტის მიმართ და სხვა.

სინოდის სხდომა 28 ოქტომბერს დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება