ოთარ შამუგია ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ქ. კლერმონ-ფერანში მიმდინარე უმსხვილეს მეცხოველეობის გამოფენაზე - Sommet De L’elevage საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულების ხელმძღვანელს, ვინსენტ ტანგის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გამახვილდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია მელიორაცია და მიწის მართვა. პროგრამა ითვალისწინებს ზემო სამგორის (ირიგაცია) პროექტს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ინიცირებული ახალი პროექტის განხორციელება დროულად მოხდეს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნების მისაღწევად. მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი წარმატებული და დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება