რუსებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ბერისლავზე ავიაიერიშის საავადმყოფოს შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შენობის მეოთხე სართული მთლიანად დაინგრა, არიან დაშავებულები.

„ბერისლავში საავადმყოფოზე პირდაპირი დარტყმა განხორციელდა. მეოთხე სართული მთლიანად დაინგრა, კიდევ ერთი სართული კი ნაწილობრივ დანგრეულია. მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანებიც“, - აცხადებს პროკუდინი.

მისი თქმით, დაშავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი თანამშრომელი. ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება