თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს ,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთობლივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა.

„ფორუმის მიზანი ქართულ-ჩეხური სამართლის სისტემების კიდევ უფრო დაახლოება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროპული პერსპექტივის კონტექსტში.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. ფორუმში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლის დარგის ექსპერტები მონაწილეობენ;

განიხილავენ ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების თავისებურებებს, საქმიანობის მოდელებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. სექტორული თანამშრომლობა საქართველოსა და ჩეხეთს შორის განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის დეკლარაციის გაფორმების შემდეგ, რომელსაც რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გასულ წელს მოაწერეს ხელი.

პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი 6 ოქტომბერს დასრულდება, 2024 წელს კი, ღონისძიება პრაღაში გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება