დავით უსუფაშვილი უმრავლესობას - თქვენს ადგილას მეც ძალიან გავბრაზდებოდი თუ მეტყოდნენ, რომ რუსეთის პოლიტიკას ვატარებ, მაგრამ ვისი ბრალია ეს?!

თქვენს ადგილას მეც ძალიან გავბრაზდებოდი თუ მეტყოდნენ, რომ რუსეთის პოლიტიკას ვატარებ, მაგრამ ვისი ბრალია ეს?! - ვინ აღმოჩნდა ვითარებაში, როცა სწორედ რუსეთთან უნისონში ლაპარაკობს იმაზე, რომ საფრთხეები დასავლეთიდან მოდის! - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოსგან არაფერი დარჩება, თუკი ქვეყანა დემოკრატიული დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგავს.

“თურმე დემოკრატიული დასავლეთი საქართველოში უბედურებას აფინანსებს და საქართველოს რეალური მტერი კი მშვიდად არის! თურმე საფრთხეები, რომლის განეიტრალებას პარლამენტი აი, ამ კანონით ცდილობს, დემოკრატიული დასავლეთიდან მოდის, სადაც გლობალური ომის პარტია მძვინვარებს და რომელიც თავისი ურდოებით საქართველოს მოადგა, ყველა გადაგვიბირა, ყველა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძოლაში ჩაგვაყენა, გარდა თავად “ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ კონტროლირებადი ადამიანებისა და ჯგუფებისა. აი ეს არის კონტექსტი, ეს არის მთავარი ამბავი - თურმე სად ვხედავთ ხიფათის წყაროს... თურმე აშშ-ს დახმარების ფონდიდან ფინანსდება ხალხი, ვინც ამ უბედურებას აპირებს.

თქვენს ადგილას მეც ძალიან გავბრაზდებოდი თუ ვინმე მეტყოდა, რომ რუსეთის პოლიტიკას ვატარებ, მაგრამ ვისი ბრალია?! - ვინ აღმოჩნდა ვითარებაში, როცა სწორედ რუსეთთან ერთად უნისონში ლაპარაკობს იმაზე, რომ საფრთხეები დასავლეთიდან მოდის, დასავლეთში გლობალური ომის პარტიაა, უკრაინაში ომი დასავლეთმა დაიწყო და დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, თავის დროზე სტატუსი ამიტომ არ მოგვცეს, ევროპა და დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით უდგება საქართველოს, რადგან მის მზაკვრულ გეგმებს არ აჰყვა, რომ საქართველო რაღაც უბედურებაში ჩაეძირა...

ამაზე კიდევ რომელი ქალაქის რომელ დარბაზებში კეთდება განცხადებები? - ერთი რუსეთში, მეორე - რუსეთს გვერდით მეზობელი რომ ჰყავს, იქ და მესამე - აქ!“, - მიმართა “ქართულ ოცნებას“ დავით უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება