რუსებმა ხარკოვში კაფე და მაღაზია დაბომბეს, დაიღუპა 48 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი

რუსულმა ძალებმა ხარკოვში, კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 48 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს კაფესა და მაღაზიას კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 48 დაღუპული ადამიანის, მათ შორის 6 წლის ბიჭის ცხედარი“, - აცხადებს სინეგუბოვი.

მისი თქმით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი და ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება