გიგა ბოკერია - მხოლოდ ნატო-ში ინტეგრაციით, ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევძლებთ თავის დაცვას რუსული საფრთხისგან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

მხოლოდ ნატო-ში ინტეგრაციით, ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევძლებთ თავის დაცვას რუსული საფრთხისგან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის ასლან ბჟანიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ოჩამჩირეში განთავსდება.

ბოკერიას თქმით, მოღალატეობრივი სიცრუე, რომ ჩაწოლითა და დაყვავებით გადავრჩებით, ყველამ უნდა უარვყოთ და ეს რეჟიმი დემოკრატიულად გამოვცვალოთ.

„საოკუპაციო რეჟიმი, ანუ იგივე რუსეთი, თან აქებს ჩვენს ხელისუფლებას და აქედან ჩვენ ყველამ კითხვა უნდა დავსვათ, მტერი რატომ შეიძლება აქებდეს შენს ხელისუფლებას, თუ არ აწყობს ის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ეს ხელისუფლება კი გვტოვებს დასავლეთისგან იზოლაციაში მაშინ, როდესაც იქვე გვაგებინებენ, რომ დამატებითი ბაზა იხსნება. აქედან დასკვნა ერთადერთი უნდა გამოვიტანოთ ყველამ ერთად, რომ ეს მოღალატეობრივი სიცრუე, რომ ჩაწოლითა და დაყვავებით გადავრჩებით, ყველამ უნდა უარვყოთ და ეს რეჟიმი დემოკრატიულად გამოვცვალოთ. მხოლოდ NATO-ში ინტეგრაციით, ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევძლებთ თავის დაცვას რუსული საფრთხისგან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება