საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ტუშის უნივერსიტეტის რექტორს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტუშის უნივერსიტეტს (UNITUS, ვიტერბო) შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ტუშის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სტეფანო უბერტინის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და აკადემიური საბჭოს წევრები. ასევე, ტუშის უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ასევე, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტუშის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ სტეფანო უბერტინის, გაცვლით პროგრამაში მონაწილე თითოეული სტუდენტის მხარდაჭერისთვის. ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან იმყოფებოდა ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ბატონი ფრანჩესკო კლარიონი. იგი დაესწრო ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას - „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და ქართულ ენაზე მომზადებული მოკლე სიტყვითაც გამოვიდა. ეს და სხვა აქტივობები მიანიშნებს ორი უნივერსიტეტის მეგობრობაზე, რომელიც ბატონი რექტორის მხარდაჭერის გარეშე, წარმოუდეგენლია. მადლობა მას ამისთვის“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

ტუშის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მისთვის დიდი პატივია.

„საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მინდა მადლობა გადავუხადო სტუ-ის რექტორს, ასევე, აკადემიურ საბჭოს და აღვნიშნო, რომ ტუშის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ მეტად გაღრმავდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბრის თვეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას დაიწტო. სწორედ დავით გურგენიძესთან ამ შეხვედრის სემდეგ გადაწყდა, რომს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის გარდა, უნივერსიტეტებმა მუშაობა სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მეტად გააფართოონ და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ უნივერსიტეტს დაფასებისთვის, ჩემთვის ეს დიდი პატივია“, - განაცხადა სტეფანო უბერტინიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება