ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტზე - ვეცდებით პარლამენტის წევრების დარწმუნებას - ვიტოვებთ იმედს, რომ ვიღაცას კეთილსინდისიერება ან კომპეტენცია გადაძალავს, ეს არის ჩვენი სურვილი

ვიტოვებთ იმედს, რომ ვიღაცას კეთილსინდისიერება ან კომპეტენცია გადაძალავს, ეს არის ჩვენი სურვილი და იმედი, ვეცდებით ბუნებრივია პარლამენტის წევრების დარწმუნებას , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რითაც მოსამართლე მერაბ ტურავას კითხვას უპასუხა იმის შესახებ, რომ „თუკი თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ იმპიჩმენტი შედეგს ვერ მიაღწევს პარლამენტში, მარტო საკონსტიტუციო სასამართლომ რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ესეც შედეგის მომტანია თქვენთვის, თუ საბოლოო შედეგზე უნდა იყოთ ორიენტირებული?“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პარლამენტის სხდომაზე გავა იმპიჩმენტის საკითხი, ლუსტრაცია მოხდება იმისა, ვინ დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე და ვინ - არა.

„იმპიჩმენტი ერთი რამით განსხვავდება კომპეტენციური დავისგან, ეს ხომ პოლიტიკურ სამართლებრივი პროცედურაც არის. როდესაც იმპიჩმენტის პროცედურის აღიძვრება, ამით უკვე 80 დეპუტატი აფიქსირებს, რომ ის პრეზიდენტს არ მიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის გამო. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტიც იყო ჩვენი მხრიდან, რისგანაც თავს ვიკავებდით დიდი ხნის განმავლობაში.

ბუნებრივია ჩვენი მზიანია დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ მათაც ჩვენსავით პრინციპულად დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ლუსტრაცია მოხდება, როდესაც პარლამენტის სხდომაზე გავა ეს საკითხი. ვნახავთ, ვინ დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე და ვინ არ დგას. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, ეს არის კონსტიტუციური მიზანი, საქართველოს პრეზიდენტის გადაყენება. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს პოლიტიკურად შეიძლება არ იყოს რეალისტური ამოცანა, საბოლოოდ გადაწყვეტილებას თავისუფალი მანდატის ფარგლებში 150 დეპუტატი და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ არიან დეპუტატები ოპოზიციაში, რომლებსაც შეიძლება მივიჩნევდეთ კეთილსინდისიერად ან საკმარისად კომპეტენტურად იმისთვის,რომ აქ მაინც არ გადალახონ მორალური ზღვარი. ვიტოვებთ იმედს, რომ ვიღაცას კეთილსინდისიერება გადასძალავს ან კომპეტენცია გადასძალავს, ეს არის ჩვენი სურვილი და იმედი. ვეცდებით ბუნებრივია პარლამენტის წევრების დარწმუნებას, რომლებიც თავისუფალი მანდატის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებენ საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით