მამუკა მდინარაძე - რასაც ვერ აღწევს გლობალური ომის პარტია, იმის მცდელობაა ოკუპაციის ავტორების მხრიდანაც

რასაც ვერ აღწევს გლობალური ომის პარტია, იმის მცდელობაა ოკუპაციის ავტორების მხრიდანაც , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების ბაზირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან მდინარაძე აცხადებს, რომ "გლობალური ომის" პარტიაში არ იგულისხმება არც ევროკავშირი და არც ამერიკა" .

"რასაც ვერ აღწევს გლობალური ომის პარტია, იმის მცდელობა დიახ, დაგიდასტურებთ, რომ არის საოკუპაციო მხრიდანაც. ოკუპაციის ავტორების მხრიდანაც ვხედავთ მსგავსის მცდელობას, პროვოკაციული და უკიდურესად დამაზიანებელი განცხადებებით, რომელიც დღეს ვიხილეთ.

აბსოლუტურად ვიზიარებ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთებას, იმასთან დაკავშირებით, რა განცხადებაც გაკეთდა. ეს სამწუხაროდ თან სდევს იმ მავნებლობას, რაც ოკუპაციის სახით ქვეყანას აქვს მოვლენილი. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მარტოა საქართველოს ინტერესების დაცვაში, მაშინ, როცა ერთი მხრივ, საკმაოდ გავლენიან ძალებად გვევლინებიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი ადგილობრივი წარმომადგენლობა, მეორე მხრივ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, საოკუპაციო რეჟიმის, ოკუპანტი ქვეყნის და მისი მარიონეტების სახით.

ჩვენი პარტნიორები ის მხარეა, რომელთან ერთადაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმებზე, რუსეთზე, როგორც ოკუპანტ ქვეყანაზე, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენი გზა უნდა იყოს მშვიდობიანი", - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება