ცოტნე კობერიძე - ჩვენ არ გავითვალისწინებთ კანონის ამ შეზღუდვას, როცა საჭირო იქნება კარავსაც დავდგამთ და დროებით სცენასაც

ჩვენ არ გავითვალისწინებთ კანონის ამ შეზღუდვას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როცა საჭირო იქნება კარავსაც დავდგამთ, დროებით სცენასაც , - ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრმა, ცოტნე კობერიძემ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცება უკავშირდება იმას, რომ ადამიანებს კარავი არ დაადგმევინონ.

“ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ხანგრძლივი აქციის საშუალება არ მისცენ. ეს სასაცილოა იმ ხელისუფლებისგან, რომლის ელიტის ნახევარი კარვების ქალაქში ცხოვრობდა. ისეთი მასშტაბური აქციები, რომლებიც გაზაფხულზე იყო, ვერ დაგვიშლიან კარვების დადგმას.

ერთადერთი, რისიც მჯერა არის ის, რომ ჩვენ არ გავითვალისწინებთ კანონის ამ შეზღუდვას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როცა საჭირო იქნება კარავსაც დავდგამთ, დროებით სცენასაც და ყველაფერს რაც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი - 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება