მაია კოპალეიშვილი - “ენას ძვალი არ აქვს“, ირაკლი კობახიძე თავს ზედმეტის უფლებას აძლევს - ისე უკეთებს ინტერპრეტაციას ნორმებსაც და ჩვენს ნათქვამსაც

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომლითაც დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, რაც არ უნდა დასაბუთებები სცადოს, ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი საზოგადოებაში ნდობის თვალსაზრისით , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიპიჩმენტო წარდგინების განხილვის პროცესში პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაია კოპალეიშვილის განცხადებით, ყველამ დაინახა, რომ სამი ფაქტობრივი გარემოება იყო ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომლის უფლებამოსილებაც პრეზიდენტს აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე.

„გადაწყვეტილება არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხი. სასამართლოს ყოველი გადაწყვეტილება გულისხმობს იმავდროულად იმას, რომ სამართლიანობის პრინციპთან მიმართებით და მართლმსაჯულების ჯეროვნად და კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტასთან მიმართებით საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს ნდობა. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო თუკი გამოიტანს დასკვნას, რომლითაც დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, რაც არ უნდა დასაბუთებები სცადოს, ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი საზოგადოებაში ნდობის თვალსაზრისით, რამეთუ ყველამ დაინახა, ყველამ იცის, რომ ეს არის ის სამი ფაქტობრივი გარემოება საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის ვიზიტს სწორედ ევროინტეგრაციის საკითხებზე, ევროინტეგრაციის მიზნით მხარდაჭერის მოსაპოვებლად. იქ არ ყოფილა არც მოლაპარაკებების წარმოება, რასაც პარლამენტის წარმომადგენლები ადგენენ იმ მუხლის მიზნებისათვის. ყველა შემთხვევაში ეს იყო ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომლის უფლებამოსილებაც პრეზიდენტს აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მაია კოპალეიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც უპასუხა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი და პრეზიდენტი სხვადასხვა რამეს საუბრობენ.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავს ზედმეტის უფლებას აძლევს და ნათქვამს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.

„როგორც იტყვიან ენას ძვალი არ აქვს. ირაკლი კობახიძე აძლევს თავს ზედმეტის უფლებას. ისე უკეთებს ინტერპრეტაციას ნორმებსაც და ჩვენს ნათქვამსაც, რომ ნამდვილად მიუღებელია. მაგრამ როგორ იტყვიან, ფაქტები მეტყველებს საკუთარ თავზე“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო