ვოლოდიმირ ზელენსკი - ესპანეთი უკრაინას ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს, გერმანია კი Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებაზე და ფიქრობს, რომ საჭირო მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ესპანეთიდან ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს, გერმანია კი კიევისთვის Patriot-ის კიდევ ერთი სისტემის მიწოდებაზე იმუშავებს.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მიაჩნია, რომ პატრიოტის სისტემა არის ერთადერთი სისტემა, რომელსაც შეუძლია ისეთი საფრთხეებისა და ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილება, როგორიც გუშინ ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში განხორციელდა და რასაც 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

„მიმაჩნია, რომ დღეს, საჰაერო თავდაცვის გარეშე, შეუძლებელია ადამიანების დაცვა, განსაკუთრებით ზამთარში, ადამიანების დაცვა, რომლებიც აბსოლუტურად ტრაგიკულად დაიღუპნენ ამ არაადამიანური ტერორისტული თავდასხმის გამო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ყოველდღიურად უტევს ხარკოვის ოლქს და მხოლოდ საჰაერო თავდაცვას შეუძლია უკრაინას დახმარება გაუწიოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება