2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ინფორმაციას ავრცელებს

2023 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა.

ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა, ხოლო „ლიბერთი ბანკმა“ ფინალისტები 5000 ლარით დააჯილდოვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შესულ ინგლისური ენის მასწავლებელს, თამარ ცანავას, პრემიის სახით 2,500 ლარი გადასცა. თამარ ცანავა ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტს, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

„წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი პირველად ჩატარდა და ამ პროექტით მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას დაედო საფუძველი. მასწავლებელთა კორპუსი, განათლების სფეროს და ზოგადად, საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - გამორჩეული წარმატებით ტარდება.

ჯილდოს კონკურსში, შვიდი წლის განმავლობაში, მონაწილეობა 800-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო, ხოლო წარდგენილი 4663 პედაგოგი იყო.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან „ლიბერთი ბანკი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო