გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული ისტორიული კორპუსი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა, განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს დავათვალიერეთ სრულად რეაბილიტირებული და განახლებული სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიული შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიებით, აუდიტორიებითა და ხელსაწყოებით - ყველაფრით, რაც საჭიროა თანამედროვე სამედიცინო განათლებისთვის. სამედიცინო უნივერსიტეტს ნამდვილად ძალიან მაღალი თამასა უჭირავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელი რეგიონის მასშტაბით. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს უნივერსიტეტების განვითარებას და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების მხარდაჭერას, როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

მსურს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და განსაკუთრებით სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აკადემიურ გარემოში”, -განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, უნივერსიტეტის ყველაზე ძველი კორპუსია. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე გარემონტდა პირველი სასწავლო კორპუსის ფასადი, აშენდა და მოეწყო კაფეტერია.

უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ფუნქციონირებს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება, ასევე, სამი სასწავლო დეპარტამენტი და „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება