ბექა ოდიშარია ნათია თურნავას - მინდა მადლობა გითხრათ თქვენი ქმედებისთვის

როგორც პარალამენტის წევრმა, როგორც ადამიანმა მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ნაბიჯისთვის, რაც თქვენ გადადგით, - ასე მიმართა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის განხილვისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას.

დეპუტატის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილება შეიძლება ბევრმა დაიწუნა, თუმცა ეს იყო აქტი, რომელიც შედგა.

„შეიძლება ეს ჩემი პირადი შეფასებაა, მაგრამ მინდოდა მადლობა მეთქვა თქვენთვის. თქვენ იმოქმედეთ ისე, რომ შეიძლება ნახევარმა სამყარომ დაგიწუნათ, მაგრამ თქვენი ქვეყნის 99%-მა დაგიფასათ“ - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო