სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კანადის პოლიციის ატაშესთან შეხვედრა გაიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად, საქართველოში კანადის სამეფო პოლიციის ატაშეს დონოვან ტაიტს შეხვდა.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, კოკა კაციტაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სამომავლო გეგმებზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების და კანადასთან ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლობის პერსპექტივები კანადაში, ონტარიოში მდებარე სპეციალური საგამოძიებო განყოფილებასთან (SIU) და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მდებარე დამოუკიდებელ საგამოძიებო ოფისთან (IIO).

კოკა კაციტაძემ კანადის პოლიციის ატაშეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - ნათია ფირაშვილი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი ანა ქუთათელაძე ესწრებოდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება