„თიბისი კონცეპტი“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „საჩუქარი“ პარტნიორია

21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს - „საჩუქარი“ მასპინძლობს.

„თიბისის“ ინფორმაციით, ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაარსდა და უკვე 26-ე წელია რაც მსოფლიო სახელოვნებო ავანგარდში მოისაზრება.

„ფესტივალი ქვეყნის თანამედროვე კულტურული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრესს ასახავს. სახელოვნებო ხარისხითა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით „საჩუქარი“ პრესტიჟული ევროპული ფესტივალების რიგში დგას.

წელს, ფესტივალი შვეიცარიული ფოკუსის ფარგლებში გაიმართება და საპატიო სტუმრების საფესტივალო შეხვედრებთან ერთად, მაყურებელს სამ სპექტაკლს შესთავაზებს: „გოგონა ნილის ძრავების ქარხნიდან” - რეჟისორი ტომ ლუცი; „ამორ“ - რეჟისორი თეოდორ ტერზოპულოსი; „დიდების კედელი” - რეჟისორი ლეონარდო მანზანი.

1-დან 7 ნოემბრის ჩათვლით სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად საფესტივალო შეხვედრები და პანელური დისკუსიები გაიმართება: 2 ნოემბერი, 16:00 | ლორენცო პაპაგალო - საერთაშორისო კურატორი; 4 ნოემბერი, 16:00 | ჯანი ფორტე - ვენეციის ბიენალეს დირექტორი; „თიბისი კონცეპტის“ შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი” ბილეთები და ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება