ჯივიპი მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 400 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, 10 საკვანძო ჭა და 4 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

როგორც ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი, ზურაბ ალფაიძე განმარტავს, „ჯივიპის“ ახალი მფლობელი, ესპანური კომპანია „აქუალია“.

„ კომპანია თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მუშაობს და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, მათ შორის მიცკევიჩის ქუჩაზე.

საერთო ჯამში პროექტში 300,000 ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება და 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად ახლდება“,- აღნიშნა ზურაბ ალფაიძემ.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონში მიცკევიჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება