თავდაცვის სამინისტრო - 41-ე ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის წვრთნისა და შეფასების პროგრამა გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად პროგრამა აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. წვრთნა სამი ფაზისგან შედგებოდა, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლებით დასრულდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი კი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო.

„დასკვნით საჩვენებელ სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულმა საბრძოლო ვაზნების გამოყენებით შეყოვნებისა და ბლოკირების ოპერაციები შეასრულეს, რომელსაც მე-4 ქვეითი ბრიგადისა და ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელი პირები და ინსტრუქტორები დაესწრნენ. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიგა ჯინჭარაძემ და JTEC-ის მეთაურმა პოლკოვნიკმა დავით გაგუამ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და წვრთნის წარმატებით დასრულება მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან. წვრთნისა და შეფასების პროგრამა, რომელსაც JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი ახორციელებს, ბატალიონების მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება