თიბისის მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP ჩატარდა

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით, ზუგდიდში DATA BOOTCAMP-ი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, DATA BOOTCAMP-ის მონაწილეებმა 7 დღის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის - AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. შემაჯამებელ დემო დღეზე, კი მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ „თიბისიმ“, მონაწილეებს შორის, ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც „თიბისის“ Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების კურსებს გაივლიან.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, DATA BOOTCAMP-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

DATA BOOTCAMP-ი, გურჯაანსა და ზუგდიდში ჩატარების შემდეგ, ბათუმსა და თბილისშიც გაიმართება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება