თეონა ჭალიძე - ობოლი ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი სათანადოდ უნდა გაიზარდოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ობოლი ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ზრდის მოთხოვნით მიმართა და მთავრობის სასახლეში წერილობითი მოთხოვნა ჩააბარა.

როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს, მარჩენალდაკარგული ბავშვების საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანია სოციალური პაკეტების ზრდა, რაც არა თუ პოლიტიკური საკითხი, არამედ კეთილსინდისიერი მთავრობის მოვალეობაა.

„დღეს პრემიერ-მინისტრს მივმართავთ ობოლი ბავშვების, უფრო ზუსტად, მარჩენალდაკარგული ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და საკეთილდღეოდ.

ჩვენ არაერთმა მშობელმა, მათმა მზრუნველმა მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ აქვთ განცდა, რომ მთავრობამ ისინი დიდი ხანია დაივიწყა და მათ მიმართ არანაირი ნაბიჯი აღარ გადადგმულა. კერძოდ, საუბარია სოციალურ პაკეტზე, რომელიც წლებია უკვე 100 ლარია და არ იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერზე ფასები გაიზარდა, ლარის კურსი ვხედავთ რა მდგომარეობაშიცაა და ამ ადამიანებს სჭირდებათ მეტი ზრუნვა.

მნიშვნელოვანია, რომ მოკვლეულ იქნეს, თუ რა სერვისები სჭირდებათ მათ, რა საჭიროებები აქვთ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კი ამ მიმართულებით იმუშაონ და შესთავაზონ ეს სერვისები. მარჩენალდაკარგულების საკითხი არ არის პოლიტიკური საკითხი, ვფიქრობ, ეს არის უფრო სამართლიანობის საკითხი და თავმოყვარე, კეთილსინდისიერი მთავრობის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ამ ჯგუფზე უფრო მეტად იზრუნოს და სათანადოდ მოხდეს ზრდა ამ სოციალური პაკეტისა”, - განაცხადა ჭალიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება