კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებას  იმედი აქვს, რომ უნგრეთის მეშვეობით აიძულებს ევროკავშირის დანარჩენ წევრებს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - არა მგონია, რომ ეს გონიერი სტრატეგია იყოს

ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ უნგრეთის მეშვეობით მოახერხებს ევროკავშირის დანარჩენი წევრები აიძულოს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. არა მგონია, რომ ეს გონიერი სტრატეგია იყოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სტრატეგიული ურთიერთობები უნგრეთთან საქართველოს, შესაძლოა, არ წაადგეს, იმიტომ, რომ უნგრეთი თვითონაა ევროკავშირის პრობლემური წევრი.

„საქართველოს გაკეთებული და შესრულებულიც რომ ჰქონოდა 12-ვე რეკომენდაცია, [პრემიერ-მინისტრის] ასეთი რიტორიკა არ წაადგება ჩვენს საქმეს, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აღიზიანებს, მითუმეტეს იმ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ქვეყანა ატარებს. ნებისმიერი ასეთი განცხადება, რომელსაც შანტაჟის სუნი დაკრავს, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების გაუცხოებას იწვევს. რაც ახლა ქვეყანას სჭირდება, არის ის, რომ საქმით დავანახოთ, რა გვაქვს შესრულებული და ასევე, გულწრფელად ვილაპარაკოთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამის გამოა, რომ გარკვეული აცდენა გვაქვს ჩვენს ოფიციალურ რიტორიკასა და ევროკავშირის შეფასებებს შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვიქტორ ორბანის ჩამოსვლას, არსებობს ასეთი გამოთქმა: „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“ - ამ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, ჩანს, რომ იგივე სტრატეგიული ურთიერთობები უნგრეთთან არ მგონია საქართველოს წაადგეს, იმიტომ, რომ უნგრეთი თვითონაა ევროკავშირის პრობლემური წევრი, რომლის მთავრობაც ავტორიტარიზმისკენაა გადახრილი. ბუნებრივია, ამ კლუბში გაწევრიანება ჩვენ არაფერ კარგს არ შეგვძენს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ უნგრეთის მეშვეობით მოახერხებს აიძულოს დანარჩენი წევრები საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არა მგონია, რომ ეს გონიერი სტრატეგია იყოს“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება