ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე გიორგი ვაშაძეს „კაცმაცუნა“ და „პოპულისტი“ უწოდა

ეს „კაცმაცუნა“, ონკოლოგიურ დაავადებულებზე ამბობდა, რომ შავ ხვრელში ნიშნავს ფულის გადარიცხვა, დახარჯვა, დაფინანსებაო. აი, ეს ადამიანი. ახლა ვითომ დიდი გულშემატკივარი გამოვიდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერის, გიორგი ვაშაძის მისამართით პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა.

ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის სხდომათა დარბაზში გამოვლას გამოეხმაურა.

„ახლა ვუსმენდით „ნაციონალური ტრაგედიის“ წარმომადგენელს, ბატონ ვაშაძეს, რომელიც ყელმოღერებით...გეგონება დიდი მხარდამჭერი იყოს ან პიროვნების ან სოციალურად დაუცველების. ეს ადამიანი იყო იუსტიციის მინისტრის მაღალჩინოსანი, როდესაც სწორედ პენსიონერებს სესხი 150%-იანი გაუხადეს. „ღიმილიანი საქართველო“ რომ დაარქვეს და კბილები დააძვრეს ჩვენს პენსიონერებს, ეს იყო ერთ-ერთი ავტორი, პოპულისტი, აი, ეს კაცი“, - განაცხადა ზარქუამ.

მან სხდომათა დარბაზში მობილურ ტელეფონში ჩართო აუდიო-ჩანაწერი, სადაც გიორგი ვაშაძე ონკოლოგიურ დაავადებულებზე საუბრობს. ზარქუას განმარტებით, ამ ჩანაწერით, სურს მთელ საქართველოს შეახსენოს, „რა პოპულისტთან გვაქვს საქმე“.

„ანუ ეს „კაცმაცუნა“ ონკოლოგიურ დაავადებულებზე ამბობდა, რომ ე.ი. შავ ხვრელში ხდება ფულის გადარიცხვა, დახარჯვა, დაფინანსებაო. აი, ეს ადამიანი. ახლა ვითომ დიდი გულშემატკივარი გამოვიდა. გაუჭირდა, იმიტომ, რომ თავის პარტიაში 5 კაცით შემოვიდა და ის შემორჩა, რა გვარია? ერთი მსხვერპლი რომ ჰყავს - მანჯგალაძე, დანარჩენი დაიშალა, ახლა გადაბარგდა და „ხაბე“ ჩააჩოჩა. აი, ეს პოპულისტი და იმ ჯიგარს, ევროპელებს რომ ძარცვავს, ამით უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს. აი, ამათი, ერთმანეთს რომ არ ენდობიან ისეთი ხალხით.

პენსიონერებს, დიახ, უფრო მეტი გვერდში დგომა სჭირდებათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია“, - განაცხადა ზარქუამ და აღნიშნა, რომ „ამათი დრო წასულია“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება