ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელებული კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მონაწილე შს სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ჩატარებული ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი ღონისძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა და მას გენერალური პროკურორი - ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება ელექტორნული/ციფრული მტკიცებულებების ეფექტური გამოძიების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს Windows-ის ციფრული მტკიცებულებების გამომძიებელი ანალიტიკოსის სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება