პაატა მანჯგალაძე - რუსეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რიტორიკაა - თუ ცხვარი მგელთან მარტო დარჩება, მგელი კეთილ ნებას გამოიჩენს და ცხვარი გადარჩება, ჩვენ ვამბობთ, რომ ამას ნაგაზები, მწყემსი სჭირდება

რუსეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რიტორიკაა, რომ თუ ცხვარი მგელთან მარტო დარჩება, მგელი კეთილ ნებას გამოიჩენს და ცხვარი გადარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ რუსეთის ქმედებებზე რეაგირება არ აქვს.

„რუსეთი რეგიონში სუსტდება და გავლენას კარგავს, ყარაბაღიც ამის გამოვლინებაა, ასევე ის, რომ სომხეთმა დასავლეთისკენ სვლა დაიწყო, უკრაინაში მარცხდება, შავი ზღვის ფლოტი გამოიქცა სევასტოპოლიდან და მოჰყავთ ოჩამჩირეში. ეს ხომ ღია ანექსიაა?! რა დაალაგეს რუსეთთან?! ოჩამჩირეში რომ ბაზა გადმოაქვთ, ეგ არის დალაგებული? „ქართული ოცნების“ რიტორიკაა - თუ ცხვარი მგელთან მარტო დარჩება, ეუბნებიან, რომ მგელი კეთილ ნებას გამოიჩენს და ცხვარი გადარჩება, ჩვენ ვამბობთ, რომ ამას ნაგაზები, მწყემსი სჭირდება, ამერიკა, ნატო სჭირდება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ყველას ეძახის მტერს და რუსეთი ყოფილა თურმე კეთილი მეზობელი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება