ოზურგეთში მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ

ოზურგეთში მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. სკოლის მასწავლებლების და მშობლების გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ არ მიეცა ტარიელ კალანდაძეს დირექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. მათი თქმით, სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ერთი კანდიდატი, იმავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხათუნა ლომთაძე წარედგინა, რომელიც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მასწავლებლები და მშობლები დარწმუნებული არიან, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ალბათ, არ აწყობდათ და ამიტომაც ჩამოაშორეს სკოლას ტარიელი. ძალიან მაინტერესებს, რა კრიტერიუმით ჩამოაშორეს, რა იყო მიზეზი, რომ ტარიელ კალანდაძეს არა აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. კანდიდატზე, რომელიც სამეურვეო საბჭოს წარუდგინეს, არ მინდა რამე ცუდი ვთქვა .ეს უკვე მომავლის საქმეა. იმიტომ კი არა, რომ რამის მეშინია ან რამეს ვუფრთხილდები, არ გამოდის ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი. ყველას აქვს უფლება იბრძოლოს დირექტორობისთვის, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს თანაბარ პირობებში“, - განაცხადა მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა რუსუდან მეგრელაძემ.

ტარიელ კალანდაძე ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ელოდა. მისივე თქმით, ის საქმიანობას მასწავლებლის რანგში გააგრძელებს. თავის მხრივ, დირექტორობის კანდიდატი ხათუნა ლომთაძე აცხადებს, რომ ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და გადაწყვეტილებას პოლიტიკას არ უკავშირებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება