აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება სექტემბერში მოსკოვის მიერ აშშ-ის საელჩოს ორი მაღალი რანგის დიპლომატის გაძევებისთვის პასუხს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მოსკოვმა მაშინ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი ჯეფრი სალივანი და საელჩოს მეორე მდივანი დევიდ ბერნსტაინი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებისთვის“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან თავისი დიპლომატების დევნას არ შეეგუებიან.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები მკაფიო სიგნალია, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიუღებელ ქმედებებს შედეგები ექნება,” - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება