იენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ის სავარაუდოდ, ძალადობას მომავალშიც მიმართავს

თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ის სავარაუდოდ, ძალადობას მომავალშიც მიმართავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის უკრაინაში გამარჯვების დაშვება არ შეიძლება.

„მე მესმის შეშფოთება იმის შესახებ, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ესკალაციის რისკს შეიცავს, მაგრამ ეს რისკი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, ვიდრე ამ ომში პუტინის გამარჯვება იქნება. თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ის სავარაუდოდ, ძალადობას მომავალშიც მიმართავს ", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება