დღეს სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

დღეს, თბილისში, ტრადიციულად სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

ღონისძიება 12:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. სტუმრებს 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქციის დეგუსტაციისა და შეძენის საშუალება ექნებათ, მათ შორის არის სხვადასხვა სახეობის ღვინო, პური, ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი და სხვა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ისეთი განსხვავებული პროდუქტებიც, როგორიცაა ბროწეულის ღვინო და სხვა.წელს ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებული სიახლეები ელოდებათ: მასტერკლასი სომელიესგან და უფასო ვიზიტი ღვინის მუზეუმში.

პროფესიონალ სომელიესთან, WSET 3-ის კურსდამთავრებულ თეონა თოხაძესთან შეხვედრა ღვინის მუზეუმში გაიმართება. ის სტუმრებს 15:00 საათიდან უმასპინძლებს და მათთვის მასტერკლასს ჩაატარებს თემაზე „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“. დასწრება თავისუფალია.

ამასთან, „ქართული ღვინის ფესტივალზე“ მისულ სტუმრებს 14:00-დან 15:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე ღვინის მუზეუმი უფასოდ უმასპინძლებს. დამთვალიერებლები მუზეუმში იხილავენ ღვინის უძველეს ნიმუშებს, ჭურჭელსა და სხვა არტეფაქტებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ ისტორიები მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ.

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. შესაძლებელი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების.

#ღვინისფესტივალი #ღვინო #ქართულიღვინისფესტივალი

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება