საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საუდის არაბეთში, ერ-რიადში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო კონგრესში KBLT – Kingdom Business Luxury Travel Congress მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

„კონგრესის ფარგლებში, საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ B2B შეხვედრები გამართა სპარსეთის ყურის ქვეყნების 30-მდე ბიზნეს ღონისძიების პოტენციურ დამკვეთთან. შეხვედრებზე რეგიონის უმსხვილესი ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ბიზნეს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

საერთაშორისო კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ.

Kingdom Business Luxury Travel Congress (KBLT) რიგით მე-2 საერთაშორისო კონგრესს საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და კატარიდან 250-მდე დელეგატი ესწრებოდა.

KBLT ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კონგრესის მიზანია ბიზნეს ტურისტული პროდუქტების მიმწოდებლები, ბიზნეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს პროფესიონალები შეთავაზებული პროდუქტების პოტენციურ მყიდველებს დაუკავშირდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება