მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თავდაცვის კოდექსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ მუნიციპალიტეტების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების ხელმძღვანელებისთვის თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო. მან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. პრეზენტაციას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ - მაიორი ჯონი ტატუნაშვილიც ესწრებოდა.

„საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების თანამშრომლებისთვისაც ჩატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება