თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ფორუმზე სამართლის დარგში აქტუალური პრობლემები და გამოწვევები განიხილეს, მათ შორის, ჩეხური სამართლის სისტემის თავისებურებები და საქმიანობის მოდელები. მათივე ცნობით, სპეციალური სესია დაეთმო ევროკავშირის სამართლის რეგულაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს.

„ფორუმის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფორუმის მიმდინარეობისას გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამართლებრივი პლატფორმის განვითარებას. ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა; რიგით მეორე ფორუმს კი, თბილისის შემდეგ მომავალ წელს პრაღა უმასპინძლებს.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა და იმ გამოცდილების გაზიარება თუ რა სამართლებრივი პროცესების გავლა მოუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავსი პლატფორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩეხეთის გარდა გერმანიას, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც აქვს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება