„საქართველოს ფოსტამ“ და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს წიგნები გადასცა

„საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეტაპზე, წიგნები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგი სკოლების ბიბლიოთეკებს გადაეცა: სოფელი რუხის საჯარო სკოლა, სოფელ რიყის საჯარო სკოლა და სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა.

„პროექტი ერთი წელი გრძელდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ შეძენასა და მიწოდებას უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში აქტიურად არის ჩართული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება