ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციის წევრ ბანკებს დეველოპერული სექტორის დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით ესაუბრა

ბიზნეს სექტორთან მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი დეველოპერული სექტორის დაფინანსების ჭრილში ეროვნული ბანკის რეგულაციებს შეეხო.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავას განცხადებით, აუცილებელია ბანკებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ აღნიშნული სფეროს დაფინანსებისათვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად

„საქართველოში დეველოპერული სექტორის დაფინანსების რეგულაციების პრინციპებთან დაკავშირებით კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. ვისაუბრეთ რეგულაციების შემდგომ დახვეწაზე ისე, რომ დაფინანსების რისკები სათანადოდ იყოს მართული. ამავდროულად, აუცილებელია ბანკებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებისათვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება