ანა დოლიძე - ჩვენ გვჭირდება განვითარება მაღალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რათა სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრას, მათი პრობლემების მოსმენას და ადგილზე გაცნობას განაგრძობს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ანა დოლიძე ამჯერად სამეგრელოს სოფელ ჩხორიას ეწვია და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

„როდესაც მთელი სამყარო გადადის ციფრულ ტექნოლოგიებზე და განვითარებულ ქვეყნებში ცოდნა მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით, სწრაფად ვრცელდება, საქართველო ამ ტენდენციებს ჩამორჩება.

დავათვალიერე სოფელ ჩხორიას ბიბლიოთეკა. მიუხედავად თანამშრომლების თავდადებისა, ჩანს, რომ ბიბლიოთეკა ჩარჩენილია 50-იანი წლების განვითარების დონეზე.

ჩვენ გვჭირდება განვითარება, სწრაფ, მაღალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. იმისთვის, რომ გვქონდეს სწრაფი ეკონომიკური განვითარება”, - აცხადებს ანა დოლიძე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი დედაქალაქსა და რეგიონებში ადგილობრივებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. პარტიის ცნობით, ანა დოლიძე მოქალაქეების ხმას ხელისუფლებამდე მიიტანს, რათა მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება