ნიკა მელია - ვიქნები იქ, სადაც პოლიტიკაში ასახული იქნება ხალხის ინტერესი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულად გადამწყვეტია

ვიქნები იქ, სადაც პოლიტიკაში ასახული იქნება ხალხის ინტერესი, პოლიტიკაში ხალხის ინტერესის ასახვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულად გადამწყვეტია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში” განუცხადა, სადაც თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრას მართავს.

ნიკა მელიას მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დღეს და აღნიშნა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის და ათასობით თანამოაზრისთვის. დღეს შევიკრიბეთ თანამოაზრეები, თანამებრძოლები, მეგობრები, რომლებსაც არა უბრალოდ, გვინდა უკეთესი ქართული სახელმწიფო, უკეთესი მომავალი, არამედ გვჯერა მომავლის, წარმატების, რომ გამარჯვება იქნება და გვჯერა იმისა, რომ ამ გამარჯვებაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის გამარჯვების საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, რბილად რომ ვთქვათ, პარტიაში შექმნილ არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე, როგორ ვხედავთ ამ კრიზის დაძლევის გზებს. შეხვედრის შემდეგ დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ, თუ რასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ და რა კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ თანამოაზრეებმა ერთად და არა, ორმა, ხუთმა, შვიდმა და რვა ადამიანმა. აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეხვედრის ჩატარება და იმაზე მეტი თანამოაზრე მოვიდა, ვიდრე ველოდებოდით. ძირითადად, აქ არიან ჩვენი თანამოაზრეები თბილისიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან დაახლოებით, 150 თანამოაზრეა, ძირითადად საკრებულოს წევრები. შევხედოთ, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა ქალაქებში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრის მიმდინარეობაზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც მივიღებთ. ბუნებრივია, მე ვიქნები იქ, სადაც პოლიტიკაში ასახული იქნება ხალხის ინტერესი, პოლიტიკაში ხალხის ინტერესის ასახვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულად გადამწყვეტია”, - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება