თსუ-ში სტუდენტური კლუბი „დავითი“ დაარსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური კლუბი „დავითი” დაარსდა, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართულობას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

,,ყოველთვის მივესალმები და მხარს დავუჭერ მსგავს სტუდენტურ ინიციატივებს. დიდი პასუხისმგებლობაა კლუბის წევრობა, რომელიც ატარებს ქართველთა ერთიანობისა და განათლებისთვის მებრძოლი მეფე დავითის სახელს. ის უდიდესი მოღვაწე იყო არა მხოლოდ სამხედრო - სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ საქართველოში განათლების გავრცელების კუთხითაც. სწორედ ამიტომ იყო ივანე ჯავახიშვილის არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებულიყო მეფე დავითის ხსენების დღეს. მადლობა კლუბის წევრებს ამ ინიციატივისთვის და ველით მათ შემდგომ აქტივობებს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის მიზანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ორგანიზებაა. ის ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიღრმაონ უკვე არსებული ცოდნა და მიღებული გამოცდილება, ერთმანეთს გაუზიარონ და გაითავისონ ეროვნული, დავითისეული ფასეულობები.

„კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა საჯარო ლექციები, სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს ისტორიულ რეგიონებში, სტუდენტურ რეგიონულ და საერთაშორისო კონფერენციები , ვორქშოფები და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები, საზაფხულო და ზამთრის თემატური სკოლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება