პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მშვიდობის გარანტია მხოლოდ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის დასრულებაა

მშვიდობის გარანტია მხოლოდ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის დასრულებაა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის ოკუპაციის დასრულება რეგიონში „უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის“ ერთადერთი გარანტიაა.

„ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიას, არის ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის დასრულება და პალესტინელი ხალხის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უფლების აღიარება“, - აღნიშნულია პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტექსტში.

„ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით ყოველდღიური პროვოკაციებისა და თავდასხმების შედეგების, ისრაელის საოკუპაციო ძალების მუდმივი ტერორიზმისა და მათ მიერ ალ-აქსას მეჩეთისა და სხვა ქრისტიანული თუ ისლამური წმინდა ადგილების დარბევის შესახებ“, - აცხადებს პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება