ჯო ბაიდენი - ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული - მზად ვართ ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შევთავაზოთ

დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს.

„პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს. ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. შეერთებული შტატები აფრთხილებს ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერი სხვა მხარეს, რომელიც ამ სიტუაციაში სარგებელს ეძებს. ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის მტკიცე და ურყევია“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება