თურქეთის საგარეო უწყება - თურქეთი მზადაა ნებისმიერი დახმარების გაწევისთვის, რათა არ მოხდეს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და რეგიონში ფართოდ გავრცელება

თურქეთი კატეგორიულად გმობს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას და აცხადებს, რომ მზადაა, ხელი შეუწყოს სიტუაციის დეესკალაციას.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა მჭიდრო კავშირშია ყველა შესაბამის მხარესთან.

„ხაზს ვუსვამთ, რომ ძალადობის და ესკალაციის ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კონფლიქტთან, სარგებელს არავის მოუტანს. თურქეთი მზადაა ნებისმიერი დახმარების გასაწევად, რათა არ მოხდეს მოვლენების შემდგომი ესკალაცია და ფართო რეგიონში გავრცელება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს შესაბამის მხარეებთან“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო რეგიონში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება