ილჰამ ალიევი - პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად - ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია

პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად - სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში.

„დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე, ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს ეს ახალი ადგილი ჩემთვის. არა მარტო ბუნებაზე და სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლასა და პროგრესზე. დიდი ენთუზიაზმით და დიდი სიამოვნებით ვხედავ ამ წინსვლას. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად. სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია. ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ არის ამის მასაზრდოებელი წყარო. მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე, კეთილდღეობა მოსახლეობისა, რომელიც იზრდება. მე, როგორც საქართველოს მეგობარი, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას. ჩვენ ვართ საქართველოს ძმები, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ კეთილი მასპინძლობისთვის და გიწვევთ აზერბაიჯანში. დიდი მადლობა!", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო