ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელი „ყველაფერს გააკეთებს“ ღაზადან მძევლების დასაბრუნებლად

ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად და დასაბრუნებლად „ყველაფერს გააკეთებს“. ამის შესახებ CNN-ს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დორონ შპილმანმა განუცხადა.

მისი თქმით, მძევლებს შორის, არიან კაცები, ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ღაზაში ჰყავთ.

„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ არ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას [მათი დაბრუნებისთვის]. ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ადამიანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ისრაელის ძალები „ცდილობენ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება ეფექტურად აღმოფხვრას“.

მისივე თქმით, "ჰამასის" შაბათის თავდასხმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელია.

”ეს არის ყველაზე გამანადგურებელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს შექმნის დღიდან”, - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება