„ჰამასი“ აცხადებს, რომ ირანის პრეზიდენტმა ისრაელზე თავდასხმა შეაქო

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა „ჰამასის“ ლიდერთან ისმაილ ჰანიესთან სატელეფონო საუბრისას შეაქო მისი თავდასხმა ისრაელზე. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია „ჰამასზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარში თავის მხრივ, „ჰამასის“ ლიდერმა ირანის პოზიციის მიმართ მადლიერება გამოხატა.

ამასთან, ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაისი ესაუბრა ჰანიეს, რა დროსაც „ოკუპირებულ მიწებზე არსებული სიტუაცია" განიხილა, სხვა დამატებითი ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ ირანული მხარისგან არ გავრცელებულა.

მოგვიანებით, საკუთარ განცხადებაში ირანის პრეზიდენტმა რაისმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა "მხარდაჭერას უცხადებს პალესტინის ერის ლეგიტიმური თავდაცვის უფლებას" და რომ ისრაელსა და მის მხარდამჭერებს „ეკისრებათ პასუხისმგებლობა რეგიონის ერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება